png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს - თეა წულუკიანი

  • პოლიტიკა
  • 28.02.2022
  • 16:07
პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს - თეა წულუკიანი

ქვეყანას პასუხისმგებლიანი ოპოზიცია სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ინტერესი არის ამ ქვეყანაში ომის დაუშვებლობა.

„ამ ქვეყანაში თქვენი, თითოეული მოქალაქის დაცულობა. ეს არის ეროვნული ინტერესი. რა თქმა უნდა, ყველა იმ სიტყვას, განცხადებას, რომელსაც აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ განცხადებების უკან მთელი მთავრობა ვართ ერთსულოვანი. ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს, აი, ეს შემიძლია ვთქვა და ვფიქრობ, დღეს პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს, რადგან ეს არის ხალხი, ვინც როცა იყო ხელისუფლებაში, მაშინ ტაშფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს და ზეიმობდა მაშინ, როცა ალბათ ჩვენი ზოგიერთი გმირი ჯერ კიდევ ბოლო წამებს ითვლიდა, სულს ღაფავდა. ეს იყო ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ომს აწარმოებდა ჯერ ეს ერთი ტელეფონით და ვინ, ვინ და მე ყველაზე კარგად ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ვარ, ვინც ეს ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ აწარმოა ამ ხალხმა ომი. როდესაც ერთი მტკიცებულება არ დატოვა, რომელსაც ჩვენ სტრასბურგში სამართლებრივ დავაში რუსეთს მაგიდაზე დავუდებდით და დასაცინად არ გავახდევინებდით თავს. წლები დაგვჭირდა ჩვენ იუსტიციელებს, პროკურორებს, პოლიციელებს, გენ შტაბის წევრებს და ჯარისკაცებს, რომ მრავალი წლის შემდეგ მტკიცებულებები გვეგროვებინა, რათა თქვენმა შვილებმა ეს ქვეყანა ამ ვერდიქტზე დაყრდნობით გაამთლიანონ. ეს ხალხი დღესაც არის ცეკვა-თამაშის ხასიათზე, თუმცა რა თქმა უნდა, ხანდახან შეიძლება იყოს სიმღერა დარდის გამომხატველი, თუმცა ამის უკან დგანან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რაღაც ალტერნატიულ სამყაროს ქმნიან და ცდილობენ, იბრძოლონ თითქოს უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge