png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით - გახარია

  • პოლიტიკა
  • 28.02.2022
  • 16:11
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით - გახარია

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალირ ქსელში წერს.

გახარია პრემიერ-მონისტრის უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას.

"დღეს, 2022 წლის 28 თებერვალია, მსოფლიოში ახალი რეალობა და წესრიგი მყარდება.
რამდენიმე წუთის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინა სპეციალური პროცედურით, დაჩქარებული წესით მიიღონ ევროკავშირში.
რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს უპრეცედენტო რეაქციის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება იკავებს პოზიციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ჩვენ შვილებს უსპობს ღირსეული მომავლის პერსპექტივას.

საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას და ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის 2008 წელს გაღებულ მსხვერპლს.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე გააკეთა არჩევანი - ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია! სწორედ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ჩვენი დიდი წინაპრების საუკუნოვანი მიზანი და ოცნება.

დღეს ეს არჩევანი მარტივია - ან გავხდებით ევროპული ოჯახის, თავისუფალი სამყაროს ნაწილი ან დავბრუნდებით რუსულ საბჭოთა კავშირში.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. აქტიური მოქმედების დროა, უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ, რომ რუსეთის აგრესია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით დაიწყო და რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოს და უკრაინის ევროპულ ოჯახში დაუყოვნებლივი მიღებაა.

ეს არის ჩვენი ვალი წინაპრების და მომავალი თაობების წინაშე! ეს არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ჩვენი მოქალაქეების ღირსების დასაცავად.

ჩვენი ადგილი ჩვენი ტრადიციებით ევროპაშია!" - წერს გახარია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge