png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მტერი კარს მომდგარია, უკრაინის დაცემის შემთხვევაში ქართულ სახელმწიფოს ემუქრება გაუქმება - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.03.2022
  • 15:15
მტერი კარს მომდგარია, უკრაინის დაცემის შემთხვევაში ქართულ სახელმწიფოს ემუქრება გაუქმება - სალომე სამადაშვილი

"რუსეთის ჯარი, მრავალკილომეტრიანი კოლონით მიდის უკრაინის დედაქალაქზე, პრეზიდენტ ზელენკსის მოსაკლავად და უკრაინის ხელისუფლების ლიკვიდაციისთვის, უკრაინის სახელმწიფოს გაუქმებისთვის, საქართველოს პარლამენტში იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვუთხრათ სიმართლე, რომ თუ დაეცემა კიევი და დაეცემა უკრაინა, ეს ნიშნავს, რომ დასრულდება ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო", - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არათუ ეხმარება უკრაინის მთავრობას, არამედ ხელს უშლის იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ უკრაინელი ხალხის დახმარებას.

„რამდენი დროშაც არ უნდა დაიჭიროთ აქ და შეეცადოთ, რომ მაღლა აწიოთ, სიმართლე არის ის, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც ელოდება რუსულ ჯარს კიევში და არ იცის ცოცხალი რამდენ ხანს დარჩება, მან აუცილებლად ჩათვალა ეთქვა, რომ ქართველი ხალხი უჭერს მხარს უკრაინას დღეს და თქვენი ხელისუფლება კი არცხვენს ქართველ ხალხს. რამდენიც არ უნდა იყვიროთ და რამდენი ყაველაშვილი კლოუნი მოიყვანოთ, ჯამბაზი და რამდენი უწმაწური სიტყვაც არ უნდა იძახოთ მიკროფონში მაინც გეტყვით, თქვენ ქართველი ხალხისთვის ერთ მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ - აპირებთ თუ არა ბრძოლას ამ ქვეყნისთვის?! აპირებთ თუ არა ამ სახელმწიფოს დაცვას?! იმიტომ, რომ მტერი არის მომდგარი კარზე და უკრაინის დაცემის შემთხვევაში ქართულ სახელმწიფოს ემუქრება გაუქმება. ამ პარლამენტის თავზე იფრიალებს რუსული დროშა. მე მაინტერესებს გამოვა თუ არა საქართველოს პრემიერ მინისტრი და იტყვის იმ სიტყვებს რაც თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის დაწყებამდე, რომ ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ ვიომებთ ჩვენი მიწის ყოველი გოჯისთვის. მაინტერესებს ეს არის თუ არა თქვენი პოზიცია, აქ მოგიწევთ ამაზე პასუხის გაცემა. აპირებთ თუ არა ამ სახელმწიფოს დაცვას. თქვენ ერთ დღეს მოგიწევთ ოპოზიციაში გადმოსვლა იმიტომ რომ თქვენს ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრს ჩაბარებული აქვს უკვე ეს ქვეყანა და ელოდება კიევის დაცემას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge