png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

უკრაინას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით არათუ არ ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს, არამედ ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და ომის ამოცანების განხორციელებას - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.03.2022
  • 16:09
უკრაინას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით არათუ არ ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს, არამედ ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და ომის ამოცანების განხორციელებას - სალომე სამადაშვილი

უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით არათუ არ ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს, არამედ ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და ომის ამოცანების განხორციელებას, - განაცხადა პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ახლა დღის წესრიგში აყენებენ მოთხოვნას, საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა, რათა მოითხოვონ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან ნაწილობრივ მაინც დაუყოვნებლივ მიერთება.

„უკრაინის სახელმწიფომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და საქართველო რუსეთის შემდეგ გახდა ის სახელმწიფო, საიდანაც გაიწვია კონსულტაციებისთვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინდა, ავუხსნა საზოგადოებას, რას ნიშნავს ეს დიპლომატიურ ენაზე – უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით არათუ არ ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს, არამედ ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და ომის ამოცანების განხორციელებას, რაც არის უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება.

ჩვენ მმართველ უმრავლესობას არაერთხელ მოვუწოდეთ, ჩაგვეტარებინა პარლამენტის საგანგებო სხდომა, მივმართეთ, მოგვეწვია დღეს აქ ელჩი, რომელიც პლენარული სხდომიდან მიესალმებოდა და გაამხნევებდა უკრაინელ ხალხს.

ამის ნაცვლად, ის გაწვეულია და ახლა ვაყენებთ დღის წესრიგში მოთხოვნას, სასწრაფოდ დაიწყოს საქართველოს პარლამენტმა მუშაობა, რათა მოვითხოვოთ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან ნაწილობრივ მაინც დაუყონებლივ მიერთება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლებისა და მოხალისეებისთვის დაბრკოლებების გამო, უკრაინა სქართველოდან დაუყოვნებლივ იწვევს ელჩს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge