png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მართლა გაუგებარია, რა გახდა უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზი, ეს თუ მოხალისეების გაგზავნას ეხება, საქართველო მათ ხელს არ უშლის - ნიკოლოზ სამხარაძე

  • პოლიტიკა
  • 01.03.2022
  • 19:00
მართლა გაუგებარია, რა გახდა უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზი, ეს თუ მოხალისეების გაგზავნას ეხება, საქართველო მათ ხელს არ უშლის - ნიკოლოზ სამხარაძე

მართლა გაუგებარია, რა გახდა უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზი, გვინდა, გავიგოთ, რით არიან უკმაყოფილო, ეს თუ მოხალისეების გაგზავნას ეხება, საქართველო მათ ხელს არ უშლის, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

"ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ჩვენი მხრიდან კითხვები არის შემდეგში – რა მიზეზით არის გაწვეული ელჩი მაშინ, როცა ანალოგიური განცხადება გააკეთა ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის მოლდოვამ, ისრაელმა, რომლებიც ახლო პარტნიორები არიან უკრაინის და მათ მიმართ ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა. შესაბამისად, მართლა გაუგებარია, რა გახდა ამის მიზეზი. დიპლომატიურ ენაზე ელჩის გაწვევა ნიშნავს, რომ რაღაცით ქვეყანა უკმაყოფილოა. შესაბამისად, ჩვენც გვინდა გავიგოთ, რითია უკმაყოფილო – თუ ეს მოხალისეების გაგზავნას ეხება, საქართველო მოხალისეების გაგზავნას ხელს არ უშლის. თუ ვინმეს სურს წასვლა, მას შეუძლია, აიღოს ბილეთი და წავიდეს, თუმცა სახელმწიფო მებროლებს არ გააგზავნის, რადგან ეს იქნება ჩვენი მხრიდან ომში ჩართვა და ოკუპირებული ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის ჯარი დგას თბილისიდან 30 კილომეტრში და ცენტრალური მაგისტრალიდან 400 მეტრში, ამ ომში ჩართვა იქნება დამანგრეველი. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველო ამ ომში არ იყოს ჩართული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge