png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თუ საქართველო ახლა შეიტანს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე, ეს განაცხადი იქნება სუსტი - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 02.03.2022
  • 00:44
თუ საქართველო ახლა შეიტანს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე, ეს განაცხადი იქნება სუსტი - ირაკლი კობახიძე

შეგნებულად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ხვალ-ზეგ ხდება ევროკავშირის წევრი, რაც არასწორია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ევროპარლამენტმა აღმასრულებელ სტრუქტურებს უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხით მიმართა გაწევრიანების ვადების მითითების გარეშე.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად უკრაინამ და საქართველომ უამრავი ვალდებულება უნდა შეასრულონ, რასაც წლები სჭირდება და კანდიდატის სტატუსის წევრის სტატუსად გარდაქმნა მრავალწლიანი პროცესია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და სულ ვამბობდით, რომ ეს გეგმა ამბიციურია, იმიტომ რომ 2024 წლისთვის გვინდა კონკრეტული მყარი საფუძვლის მომზადება ამ განაცხადისთვის და 2 წელიც კი ამისთვის საკმაოდ მცირე დროა. განაცხადი როცა შეგაქვს, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი და ამიტომ იყო კონკრეტული ვადა“, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

კობახიძემ აღნიშნა , რომ თუ საქართველო ახლა შეიტანს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე, ეს განაცხადი იქნება სუსტი.

„გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გვითხრეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი უკრაინის მიმართ, რომელიც არის ომის მდგომარეობაში, მაგრამ ეს ჟესტი სწორედ ომის მდგომარეობას უკავშირდება. შესაბამისად, ეს პოლიტიკური ჟესტი არ არის რელევანტური არც მოლდოვისთვის, არც საქართველოსთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge