png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ევროპიდან სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების დასაჩქარებლად - სამხარაძე

  • პოლიტიკა
  • 02.03.2022
  • 19:51
ევროპიდან სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების დასაჩქარებლად - სამხარაძე

რუსული აგრესიის ფონზე ევროპიდან რაღაც სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების დასაჩქარებლად - ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში მომზადებული რეზოლუციის პროექტი სწორედ ამ სიგნალების პასუხია.

"საკმაოდ დაგეგმილი პოლიტიკა გვქონდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადზე. ეს პოლიტიკა იყო ის, რომ 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაახლოებით 2/3 უნდა შეგვესრულებინა და ამის შემდეგ გაგვეკეთებინა განაცხადი, რადგან ამ შემთხვევაში, უფრო ახლოს ვიქნებოდით ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან. სიტუაცია იქედან გამომდინარე შეიცვალა, რომ უკრაინაში ომისა და რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და ეს არის სოლიდარობის გამომხატველი აქტი, რაც გუშინ ევროპარლამენტმა გააკეთა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მსჯელობას ევროპულ საბჭოში, სადაც არის 27 ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ორგანო. 27-ვე ქვეყანამ ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი ამ სტატუსის მინიჭებას ან არმინიჭებას.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვნახოთ, რა სურათი შეიქმნება. ილუზია ნურავის ექნება, რომ დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად არიან, ევროკავშირის წევრობისთვის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, უბრალოდ, ამ გართულებულ ფონზე და რუსული აგრესიის ფონზე ევროპიდან რაღაც სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს სტატუსის მიღების დასაჩქარებლად. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რეზოლუციის პროექტით ამ სიგნალებზეა პასუხი. ევროკავშირს გვინდა გავაგონოთ, რომ ქართველი ხალხი არის მომხრე, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge