png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პარლამენტში წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კომიტეტმა მხარი დაუჭირა

  • პოლიტიკა
  • 17.02.2016
  • 10:17
პარლამენტში წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა კობა გვენეტაძემ კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საჭიროა, დედოლარიზაციის -  ანუ ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა. უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ, შენარჩუნდესსტაბილური და დაბალი ინფალცია, მოხდეს ლარში გაცემული დენომინირებული სესხების ხელშეწყობა, მოხდეს ფინანსური ბაზრების განვითარება, გაუმჯობესდეს საკრედიტო ინფორმაციების სისტემები.

კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს ასევე, კომუნიკაცია ეროვნული ბანკსა და საზოგადოებას შორის და ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანგადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია და განმარტებები მიაწოდოს მოსახლეობას.

აუცილებელია, გაძლიერდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები, მოსახლეობა უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და დაცული მოულოდნელი ფინანსური რისკებისაგან, თუმცა ეს არ უნდამოხდეს ფინანსური ინსიტუტებისა და კომერციული ბანკების ინტერესების ხარჯზე, რადგან  გამართული ფინანსური სექტორის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობასწარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც საკომიტეტო განხილვას ესწრებოდა, მადლობა გადაუხადა კომიტეტს საკითხის პროფესიონალური განხილვისა დამხარდაჭერისთვის.

„ვფიქრობ, რომ კომიტეტის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა ეს არის ნიშანი და საკითხისადმი პროფესიული მიდგომის ხაზგასმა, ვინაიდან კობა გვენეტაძე სამოქალაქო საზოგადოებასთან,ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს. კანდიდატის შერჩევისას იყო ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმები,როგორიცაა: განათლება, კვალიფიკაცია და პოლიტიკისგან თავისუფლება - აპოლიტიკურობა. ეს იყო სწორედ ის, რასაც დღეს კომიტეტმა დაუჭირა მხარი",  - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge