png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ზახაროვა ეხმიანება სტოლტენბერგის განცხადებას, საქართველოსთვის მეტი დახმარების გაწევის თაობაზე

  • პოლიტიკა
  • 05.03.2022
  • 22:48
ზახაროვა ეხმიანება სტოლტენბერგის განცხადებას, საქართველოსთვის მეტი დახმარების გაწევის თაობაზე

"უკრაინაში კონფლიქტის საბაბით, ნატო შეეცდება თავისი რიგებში ახალი ქვეყნები მოიზიდოს", - ასე ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინისთვის მეტი დახმარების გაწევის თაობაზე.

"გაკვირვებას იწვევს ასევე ნატო-ს "სურვილი" დაეხმაროს ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს უკრაინაში ვითარების ფონზე, რომელიც მათი თქმით, შესაძლოა, ამ ქვეყნებშიც გავრცელდეს... ცხადია, რომ ნატო გამოიყენებს "უკრაინაში ომს" საბაბად თავის რიგებში ახალი და ახალი ქვეყნების შესათრევად. ალიანსის მუშაობა თავისი გავლენების სფეროს გასაფართოებლად, გრძელდება", - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, 4 მარტს, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ იენს სტოლტენბერგმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, მოკავშირეებმა ასევე იმსჯელეს ნატოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გაძლიერების საკითხზეც.

"ნატო მხარდაჭერას უწევს საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და სხვა პარტნიორებს მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, რეფორმებში მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ასევე გვაქვს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. გვაქვს საერთო სწავლებები და სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან. ჩვენ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, ეს არის ფართო შეთანხმება, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნების დასაცავად", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge