png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბიუროს სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, პარლამენტის რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა

  • პოლიტიკა
  • 07.03.2022
  • 18:27
ბიუროს სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, პარლამენტის რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებით. აღნიშნულის შესახებ საუბარია პარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“ რეზოლუციით, პარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან. რეზოლუციის პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ლევან ქარუმიძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი და სოზარ სუბარი არიან.

სხდომაზე ბიუროს წევრები 15-18 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხებს გაეცნენ. დეპუტატები, მინისტრის საათის ფორმატში, 17 მარტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო. დეპუტატებმა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს და გარკვეული კანონპროექტების განხილვის 30 დღის გაგრძელებას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge