png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი

  • სამართალი
  • 10.03.2022
  • 12:55
ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი: 1987 წელს დაბადებული ა.კ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1980 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.მ., 2000 წელს დაბადებული ა.გ., 1985 წელს დაბადებული მ.ბ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ტ. უ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალასა და რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - "ბუპრენორფინის", „ჰეროინისა“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ, ბრალდებული მ.თ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", 5 ძირი მცენარე კანაფი და ელექტროსასწორი. ა.გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ასანთის 10 კოლოფში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტროსასწორი. ბრალდებულებისგან ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 24 აბი „სუბუტექსი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 1980 წელს დაბადებული გ. ს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 43 აბი ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი".
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ა.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება “სირეცი” და დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს.

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ “ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, თ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 4 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge