png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს, ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის იყენებს - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 11.03.2022
  • 18:55
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს, ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის იყენებს - ირაკლი კობახიძე

საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იდგება სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და არ დაუშვებს არც ომში ქვეყნის ჩართვას და არც მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესებისთვის გაუმართლებელი, გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ. აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ ქმედებებსა და კამპანიას, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის. დეტალებს რომც არ ჩავუღრმავდეთ, უკვე ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებას.

სწორედ ამგვარი მოღალატეობრივი სულისკვეთებითა და ქმედებებით ჩააბარეს მათ 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ხოლო მოგვიანებით ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული ჯარი დაადანაშაულეს, ახლა კი, როგორც ჩანს, ესეც არ ყოფნით და საქართველოს მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად, მაქსიმალურად დამძიმება სურთ.

რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივი კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ხატია დეკანოიძის მდარე სიცრუით გაჯერებული გამოსვლა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, სადაც ის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პრორუსულ ხელისუფლებად წარმოჩენას ცდილობდა, საქართველოს რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებდა და მეტიც, საქართველოს უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

ასევე სამარცხვინო და მოღალატეობრივი იყო ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიის - „მთავარი არხის“ წარმომადგენლის გუშინდელი გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე, რომელიც ასევე სიცრუეზე იყო აგებული და საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებას ისახავდა მიზნად.

აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, მეხუთე კოლონას ნაციონალური მოძრაობის სახით, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ერთი მხრივ, სანქციების დაწესებით დაამძიმოს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და მეორე მხრივ, საქართველო რამენაირად ჩართოს ომში.

როგორც ცნობილია, ამ მიზნის გამჟღავნებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ, თუმცა, დავით უსუფაშვილს გუშინ წამოცდა ის, რაც არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა. კერძოდ, მან გუშინ, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ომში რუსეთთან.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იდგება ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და არ დაუშვებს არც ომში ქვეყნის ჩართვას და არც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესებისთვის გაუმართლებელი, გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, სათანადოდ შეაფასოს რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ტელევიზიების მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანია და გამოიჩინოს მაქსიმალური განსაკუთრებული სიფრთხილე მათი პროვოკაციების მიმართ“, - თქვა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge