png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თქვენ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას უთხარით, რომ იწყებთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.03.2022
  • 14:33
თქვენ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას უთხარით, რომ იწყებთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას - სალომე სამადაშვილი

"დღეს „ქართული ოცნების" განცხადებაში, ნათქვამი იყო, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს მიეცეს შესაძლებლობა, რომ წარმართოს ევროინტეგრაციის პროცესი, ხელისუფლებაში გააჩენს მაღალ მოლოდინს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარმატებასთან დაკავშირებით. არა ბატონებო და ქალბატონებო თქვენი ხელისუფლების პირობებში, მაღალი მოლოდინი, რომ ჰქონდეს ამ განაცხადთან დაკავშირებით ვინმეს, ალბათ ეს ძალიან დიდი სიბრიყვე იქნებოდა, არავის არავითარი მოლოდინი წარმატებასთან დაკავშირებით ცხადია არ შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ დღეს, როდესაც ფაქტიურად დააანონსეთ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის მზადება, მე იძულებული ვარ თქვენ შეგახსენოთ, რომ დღეს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას უთხარით, რომ იწყებთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას და დევნას, იმისთვის, რომ მან ქართველ ხალხთან ერთად მხარდაჭერა გამოუცხადა, აქ პარლამენტის წინ მოედანზე, პრეზიდენტ ზელენსკის, იმისთვის რომ ის შეხვდა პრეზიდენტ მაკრონს და პრეზიდენტ მიშელს, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და ევროკავშირში გაწევრიანების მომავალზე ესაუბრა და იმისთვის, რომ გაბედა და დააფიქსირა ის პოზიციები, რომელიც ცხადია არის სრულ აცდენაში „ქართული ოცნების" პოზიციებთან, მაგრამ სრულად სინქრონიზებულია, ცივილიზებული მსოფლიოს და დასავლეთის პოზიციებთან, ამიტომ არა, არანაირი მოლოდინი თქვენს წარმატებასთან ცხადია არავის არ აქვს",- განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოში გაიზარდა რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა და ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციასთან დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენისკენ მოუწოდა.

„ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი უმრავლესობა სვამს მარტივ შეკითხვას, რატო გაიზარდა რუსეთიდან შემომავალი მოქალაქეების რაოდენობა და რას აპირებს ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით? მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო და ვიმსჯელოთ, დროებით რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევა და ამას სჭირდება სერიოზული მსჯელობა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ხელისფლებისგან, რომელსაც ელოდება საზოგადოება, ამიტომ მოგიწოდებთ ამ თემებზე ისაუბროთ, რაც საზოგადოებას ძალიან აღელვებს",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge