png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

დატოვეთ ეს „რუსული ოცნება“. ნუ გახდებით საქართველოს ისტორიაში ახალი ორჯონიკიძეები - ნონა მამულაშვილი უმრავლესობას

  • პოლიტიკა
  • 15.03.2022
  • 15:54
დატოვეთ ეს „რუსული ოცნება“. ნუ გახდებით საქართველოს ისტორიაში ახალი ორჯონიკიძეები - ნონა მამულაშვილი უმრავლესობას

ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" წევრმა ნონა მამულაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განცხადებით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს "ოცნების" დატოვებისკენ მოუწოდა.

"მინდა მოგიწოდოთ, თქვენ პრეზიდენტს გადააყენებთ თუ არ გადააყენებთ, მხარს დაუჭერთ სანქციებს თუ არ დაუჭერთ, რუსეთში გაყიდით ყველს და მწვანილს თუ არ გაყიდით, საქართველოს ბედი დღეს წყდება უკრაინაში, ამიტომ, დიდი თხოვნა მექნება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ადარდებს ქვეყნის ბედი, დატოვეთ ეს „რუსული ოცნება“. ნუ გახდებით საქართველოს ისტორიაში ახალი ორჯონიკიძეები.

სამწუხაროდ თქვენ სიტყვით და პირბადეებით უჭერთ მხარს უკრაინას, მაგრამ საქმით თქვენ აღმოჩნდით რუსეთის მეგობარი ქვეყნების სიაში. თქვენ ლანძღავთ უკრაინის პრეზიდენტს და ეძახით მას ნაციონალს და გეშინიათ პუტინის სახელის ხსენება. უყურებთ როგორ იხოცებიან უკრაინელი ბავშვები და ყველის ბაზარზე ოცნებობთ. მთელი მსოფლიო რუსეთისკენ იშვერს ხელს და 2008 წლის ომში უმოქმედობის გამო საქართველოს ბოდიშს უხდის და ამასობაში თქვენს საკუთარ ქვეყანას აბრალებთ ომის დაწყებას. მსოფლიო მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობს რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში გაწეული უდიდესი შრომის გამო, თქვენ ეს ადამიანი ტყვეობაში გყავთ. ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვესაუბრებით და მსოფლიო სანქციებს არ უერთდებით, „ალტ-ინფოს“ არეგისტრირებთ და უკვე ერთი კვირაა „ანტიპუტინისტურ მოძრაობას“ მიხარვეზებთ.

საქართველოში დღეს თქვენ სამარცხვინო გვერდს წერთ ჩვენს ისტორიაში. თუმცა დარწმუნებული ვარ თქვენს შორისაც მოიძებნება ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე ხალხი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც განიცდით რომ გიწევთ მონობაში ყოფნა და იძულებით საუბარი იმის რისიც არ გჯერათ“, - მიმართა ნონა მამულაშვილმა უმრავლესობის წევრებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge