png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

არ არის სიმართლე, რომ არ შევუერთდით სანქციებს, საქართველოს დაწესებული აქვს საკუთარი სანქციები, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ალიანსი რუსეთთან - ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.03.2022
  • 23:37
არ არის სიმართლე, რომ არ შევუერთდით სანქციებს, საქართველოს დაწესებული აქვს საკუთარი სანქციები, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ალიანსი რუსეთთან - ზურაბიშვილი

არ არის სიმართლე, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე ვართ; ამასთან, საქართველოს დაწესებული აქვს საკუთარი სანქციები, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ გვაქვს ალიანსი რუსეთთან, - განაცხადა „სიენენთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე არის და ამასთანავე, საქართველოს დაწესებული აქვს საკუთარი სანქციები.

„არ არის სიმართლე, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე ვართ; ამასთან, საქართველოს დაწესებული აქვს საკუთარი სანქციები, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ გვაქვს ალიანსი რუსეთთან. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია; ამიტომ ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმეტესობა, არ ვართ დაცული ნატოს მე-5 მუხლით. ჩვენ ნამდვილად წინა ხაზზე ვიმყოფებით ევროპელი მოკავშირეების სოლიდარობაში, მაგალითად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც რეზოლუციები იქნა მიღებული, ჩვენ თანასპონსორები ვართ; ამიტომ ვფიქრობ, საქართველო იქ არის, სადაც უნდა იყოს და ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ იქ ჩვენს პარტნიორებთან ერთად; ასევე, გავაგრძელოთ ასოცირებულ ტრიოსთან ერთად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ჩვენი გზა ევროპული ინტეგრაციისკენ და ვფიქრობ, ახლა ახალი ვითარებაა ევროპაში, არა მხოლოდ სანქციების მიმართ ერთიანობის კუთხით, არამედ ახალ აღქმასთან მიმართებაში, რომ რამე უნდა გაკეთდეს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც სადღაც შუაში არიან; შესაძლოა, არსებობდეს გრძნობა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის გრძელი და ბიუროკრატიული, ამიტომ არის ახალი იდეები; შეიძლება, იყოს ახალი პოლიტიკური პოზიცია და ღიაობა ჩვენი, ყველას მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge