png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გერმანულმა ტელეარხმა რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქის დახვრეტის ამსახველი ვიდეო გაავრცელა

  • მსოფლიო
  • 16.03.2022
  • 14:32
გერმანულმა ტელეარხმა რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქის დახვრეტის ამსახველი ვიდეო გაავრცელა

გერმანულმა ტელეარხმა ZDF გამოაქვეყნა ვერიფიცირებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, კიევის მახდლობლად როგორ ხვრეტენ რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეს.

ვიდეო, რომელიც გადაღებულია დრონის მეშვეობით, გერმანელ ჟურნალისტებს უკრაინელმა აქტივისტმა გადასცა.

ვიდეო გადაღებულია 2022 წლის 7 მარტს საავტომობილო მაგისტრალზე კიევიდან რამდენიმე კმ-ში.

16:14 საათზე დრონი იღებს რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს, რომლებიც კიევის ცენტრისკენ მიემართებიან. მძღოლები ამჩნევენ ტანკს რუსული ნიშნებით და უკან ტრიალდებიან.

თუმცა ვერცხლისფერი მანქანა ჩერდება მის მიმართ განხორციელებული სროლის შედეგად. ავტომობილიდან გადმოდის კაცი აწეული ხელებით. მას ესვრიან და ის ეცემა მიწაზე. რუსი სამხედროები გარბიან დანაშაულის ადგილისკენ, მათი ამოცნობა, შესაძლებელია თეთრი სახვევით. რუსებს ცხედარი თხრილისკენ გადააქვთ.

ZDF იტყობინება, რომ კაცთან ერთად იმყოფებოდა ქალი და ბავშვი. მოგვიანებით სამხედროებს ისინი ტყისკენ მიჰყავთ. თუ რა  ბედი ეწია მათ, დაუდგენელია.

ZDF -მა მოახდინა ვიდეოს ვერიფიკაცია და დაადასტურა მისი ავთენტურობა.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში არ შეჭრილა და ეს „ნეონაცისტების“ წინააღმდეგ „სპეცოპერაციაა“. მისი თქმით, სამოქალაქო პირებს საფრთხე არ ემუქრებათ. ეს ანგარიში ამხელს რუსეთის პრეზიდენტს სიცრუეში და ადასტურებს იმას, რომ ისინი ყოველთვის ტყუილს ლაპარაკობენ“, - ნათქვამია ტელეარხის ინფორმაციაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge