png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საინტერესოა, ხომ არ იყო "ტვ პირველისთვის" წყარო რუსული მხარე - კობახიძე აუდიოჩანაწერზე

  • პოლიტიკა
  • 16.03.2022
  • 15:53
საინტერესოა, ხომ არ იყო "ტვ პირველისთვის" წყარო რუსული მხარე - კობახიძე აუდიოჩანაწერზე

ერთი რომ აუდიოჩანაწერი არის სისულელე, მეორე კაცმა არ იცის ეს ავთენტურია თუ არა. ამის გადამოწმების საშუალება ჩვენი არავითარი ფორმით არ გვაქვს - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, საინტერესოა, ხომ არ იყო „ტვ პირველისთვის“ წყარო რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია.

"ასევე საინტერესოა, რა იყო წყარო. წყარო ვერ იქნებოდა ბუნებრივია ქართული მხარე. საინტერესოა, ხომ არ იყო "ტვ პირველისთვის" წყარო რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია. ასეც და ისეც, საქმე ეხება ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც არის რეპრესირებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და თუ ვინმე შეიძლება გავიხსენოთ რეპრესირებული ბიზნესმენებიდან ხადარკოვსკის შემდეგ, სწორედ ეს კონკრეტული რუსი ბიზნესმენია. როდესაც ასეთ დროს მათ პირად საუბარს (მათი მტკიცებით) აქვეყნებს ტელევიზია, ეს რა თქმა უნდა მეტყველებს მათ ღირებულებებსა და სტანდარტებზე. ღიმილისმომგვრელთან ერთად ეს არის მე ვიტყოდი ტრაგიკული მოვლენა და ახასიათებს ტელევიზიებს, რომლებიც განეკუთვნებიან ომის პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საუაბარია აუდიოჩანაწერზე, რომელიც ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის, ევტუშენკოს დიალოგს ასახავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge