png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ნუთუ, ბევრს გთხოვთ?! ჩაკეტეთ ცა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენი ხოცვა ან ალტერნატივა შემოგვთავაზეთ, რომ დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ევროპა - ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა

  • მსოფლიო
  • 16.03.2022
  • 18:02
ნუთუ, ბევრს გთხოვთ?! ჩაკეტეთ ცა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენი ხოცვა ან ალტერნატივა შემოგვთავაზეთ, რომ დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ევროპა - ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს სიტყვით მიმართა. მან ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა.

ზელენკიმ კონგრესისადმი მიმართვა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით დაიწყო: „მე მაქვს ოცნება“, რომ ჩაიკეტოს ცა, რათა გადარჩეს ჩემი ხალხი“.

„გაიხსენეთ პერლ ჰარბორი. გაიხსენეთ 11 სექტემბერი, 2001 წლის ეს დღე, როცა ბოროტება თქვენ ქალაქს თავს დაესხა და უდანაშაულო მოქალაქეები დახოცა. ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ამას განიცდის, სამი კვირაა. ოდესა, ჟიტომირი, დნეპრი და სხვა ქალაქები, სადაც რუსეთის ჯარები ხალხს მიზანში იღებს და ხოცავს. რუსული ბომბები გვხოცავს. ესაა ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია, არ უნახავს. ნუთუ, ბევრს გთხოვთ?! ჩაკეტეთ ცა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენი ხოცვა. ნუთუ ბევრს გთხოვთ?! ან მაშინ ალტერნატივა შემოგვთავაზეთ იმისთვის, რომ დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ევროპა. „მე მაქვს ოცნება“ და ამ სიტყვებს თქვენ კარგად იცნობთ; ჩემი ოცნებაა, ჩაკეტოთ ცა; ჩემი ოცნებაა ეს, რათა დავიცვა ჩემი ხალხი“, - თქვა ზელენსკიმ და კონკრესს მოუწოდა მეტი გააკეთონ, რათა შეჩერდეს ტერორი.

„სანქციები უნდა გაგრძელდეს, ვიდრე რუსეთის მკვლელი მანქანა შეჩერდება. ამერიკის სანქციებმა უნდა ამოიღოს მიზანში რუსეთის ყველა პოლიტიკოსი, რომლებიც ახლა ოფისებში სხედან და ამ ომს მშვიდად უყურებენ. ყველა დასავლურმა კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს რუსეთი. გთხოვთ, ქალბატონებო და ბატონები, თუ თქვენ გაქვთ ამ კომპანიებთან კავშირი, მოუწოდეთ მათ, რომ რუსეთი დატოვონ. ყველა დასავლური ბაზარი უნდა ჩაიკეტოს რუსული პროდუქციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge