png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინა და მოლდოვა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდნენ

  • მსოფლიო
  • 16.03.2022
  • 20:08
უკრაინა და მოლდოვა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანების პროცესი დასრულდა.

ზელენსკის განცხადებით, ამერიდან, უკრაინა "ენერგეტიკული ევროკავშირის" წევრი გახდა.

"ახლა ჩვენი ელექტროენერგია მიედინება ევროკავშირში, ხოლო ევროპული ელექტროენერგია უკრაინაში", - თქვა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს და ყველას, "ვისი წყალობითაც ჩვენ გვაქვს ერთიანი ენერგეტიკული სისტემა".

უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა მატი მაასიკასმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მოლდოვის ელექტროქსელებიც სინქრონიზებულია კონტინენტური ევროპის ქსელებთან.

"ისინი მთლიანად გათიშული არიან რუსეთის სისტემისგან", - დაწერა მაასიკასმა ტვიტერზე.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ევროკომიიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

"უკრაინა, მოლდოვა და ევროპა: საერთო ღირებულებები, საერთო ენერგია და სოლიდარობა. მივესალმები დღეს გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ამ ბნელ დროს სახლებში სითბოს, სინათლის შენარჩუნებისკენ უკრაინისა და მოლდოვის ელექტროქსელების ევროკავშირის ელექტროქსელებთან სინქრონიზებით. ჩვენ გავაგრძელებთ მათი ენერგოსისტემების სტაბილიზებაზე მუშაობას", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge