png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის.. ბატონო კანცლერო, დაანგრიეთ ეს კედელი. ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე - ზელენსკიმ ბუნდესტაგს მიმართა

  • პოლიტიკა
  • 17.03.2022
  • 14:49
ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის.. ბატონო კანცლერო, დაანგრიეთ ეს კედელი. ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე - ზელენსკიმ ბუნდესტაგს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს მიმართა და გერმანელ პოლიტიკოსებსა და დეპუტატებს მოუწოდა, რომ უკრაინელებსა და ევროკავშირს შორის აღმართული წარმოსახვითი კედელი გერმანიის მთავრობამ ჩამოანგრიოს.

„ძვირფასო გერმანელებო, თქვენ შეგიძლიათ დახმარება, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ ყოფილა ევროპაში. ესაა ახალი მსოფლიო ომის გარიჟრაჟი. ჩვენ გთხოვდით, რომ შეგეშვით ნატო-ში, მაგრამ გვითხარით, რომ ჯერ გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს. გააჭიანურეთ უკრაინის მიღება ევროკავშირში. ეს არის პოლიტიკა, მესმის, მაგრამ ახლა ომია და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე, ნუ აღმართავთ ამ კედლებს ჩვენს შორის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ევროპაში ომის ხანა დააბრუნა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ გერმანულ კომპანიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებმაც, მისი თქმით, მორალური ვალდებულება რუსულ ფულზე მაღლა დააყენეს.

​„ყველასთვის ცნობილი, მეორე მსოფლიო ომის დროს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებიდან 80 წლის თავზე, როცა პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ მსოფლიომ ეს აღარ უნდა დაუშვას, ვხედავთ საზარელ სურათს უკრაინაში, ვხედავთ, როგორ ანადგურებს ერთი ერი მეორე ერს. რატომ გაფართოვდა თავის დროზე ნატო აღმოსავლეთით?! იმისთვის, რომ დაეცვათ ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოება რუსული აგრესიისგან, მაგრამ ახლა ჩვენ ინტერვენციის მსხვერპლი ვართ. მადლობა გერმანიის ყველა მოქალაქეს, ვინც ლოცულობს უკრაინელებისთვის. მადლობა გერმანულ კომპანიებს, რომელთაც მორალური ფასეულობები ფულზე მაღლა დააყენეს. მადლობა მათ, ვისაც ესმის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა ბერლინში, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და ახლა მე. ეს არ არის ბერლინის კედელი, ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის და ეს კედელი იზრდება თითოეული ბომბით. მოგმართავთ, ბატონო კანცლერო, პატივცემულო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი და თქვენი შთამომავლები იამაყებენ ამით. შეაჩერეთ ომი. მხარი დაუჭირეთ თავისუფლებას, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, შეაჩერეთ ეს ომი. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge