png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბალტიის ქვეყნებმა რუსი დიპლომატები გააძევეს

  • მსოფლიო
  • 18.03.2022
  • 17:38
ბალტიის ქვეყნებმა რუსი დიპლომატები გააძევეს

ლატვიამ და ესტონეთმა სამ-სამი, ლიეტუვამ კი ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაცის უკრაინული მედია ავრცელებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად მიიღო.

„ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთს დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, შეწყვიტოს სისხლისმღვრელი ომი და მოსახლეობის ტანჯვა, გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებული მიწებიდან თავისი ჯარები“, - განაცხადეს უწყებაში.

თავის მხრივ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიცეკანცლერმა პოლიტიკურ საკითხბეში რეინ ტამსაარმა რუსეთის ელჩს დიპლომატიური ნოტა გადასცა და აღნიშნა, რომ დიპლომატების საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. დიპლომატებმა ესტონეთი 72 საათში უნდა დატოვონ.

ესტონეთის წარმომადგენლის განცხადებით, სამივე დიპლომატი უშუალო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ესტონეთის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში, პროპაგანდის გავრცელებასა და ამართლებდა რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ტამსაარმა რუსეთის ელჩი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშც გამოიყენებს ყველა საშუალებას უკრაინის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა მიიღო გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით.

„გადაწყვეტილება მიღებულია ურაინაში რუსეთის აგრესიისა და ამ პირების მიერ დიპლომატის სტატუსის გამოყენებით თავიანთი საქმიანობის გამო. ეს არის ბალტიის ქვეყნების კოორდინირებული ქმედება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 რუსი დიპლომატი გააძევა. მანამდე ქვეყნის დატოვება სამ რუს დიპლომატს მოსთხოვა სლოვაკეთმაც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge