png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს

  • მსოფლიო
  • 19.03.2022
  • 12:05
უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევი მოკლა. მორდვიჩევი ოკუპანტების უკვე მეხუთე გენერალია, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს. ამის შესახებ მედიას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განუცხადა.

„ჩერნობაევკაში გავანადგურეთ მეხუთე გენერალი. ეს არის გენერალ-ლეინტენანტი მორდვიჩევი, რომელიც რუსული არმიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დონბასზე პასუხისმგებელი იყო. მეხუთე გენერალი სამ კვირაში! მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ საბჭოთა კავშირს სამ კვირაში ხუთი გენერალი დაეკარა“, - თქვა დენისენკომ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნობაევკის აეროდრომზე  რუსების პოზიციები ჯერ კიდევ 27 თებერვალს განადგურდა. „ბაირახტარებით“ მიტანილი იერიშების შედეგად უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების ვერტმფრენები გაანადგურეს, რის შემდეგც რუსებმა ახალი ვერტმფრენები განათავსეს.

7 მარტს უკრაინელებმა მტრის 30 ვერტმფრენი გაანადგურეს, 16 მარტს ცნობილი გახდა რუსული არმიის კიდევ 7 საბრძოლო ვერტმფრენის განადგურების შესახებ.

18 მარტს უკრაინელმა ჯარიკაცებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული შეიარაღების სამეთაურო პუნქტი არმიის მეთაურთან ერთად.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge