png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 18.02.2016
  • 15:51
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქის მთავრობამ  ა(ა)იპ  „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორის, მარინე ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ცვლილება „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციას, ასევე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან ხარვეზებს უკავშირდება.

ა(ა)იპ  „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ საქმიანობის ეფექტურობის შემოწმების მიზნით, მონიტორინგი როგორც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ, ასევე, USAID-ის პროგრამის - ,,საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის" ფარგლებში განხორციელდა. მონიტორინგის შედეგად, „თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში“ გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო და ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გადანაწილება, ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა,  და „მედიათეკების გაერთიანებაში“ ალტერნატიული ფინანსური წყაროების არარსებობა დასახელდა. ასევე, მიუხედავად ამისთვის გამოყოფილი რესურსებისა, მენეჯმენტმა არ იზრუნა სამგორის მედიათეკის სათანადო განვითარებაზე.

მოგეხსენებათ, რომ ა(ა)იპ  „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მესამე წელია ფუნქციონირებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით 700 000 ლარია, თუმცა დაარსებიდან დღემდე აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა ვერ შეძლო გამართული ფუნქციონირებისათვის დამატებითი ფინანსური წყაროების მოზიდვა. შესაბამისად, „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან  ყოველწლიურად მოცულობითი თანხების გამოყოფა, იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ა(ა)იპ-ი ვერ ვითარდება, მეტიც, ხდება ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა და საკადრო რესურსების არაოპტიმალური განაწილება, არამიზნობრივად მიგვაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მთავრობამ  მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ  „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორის, მარინე ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

„თბილისის მედიათეკების გაერთიანება“  მერიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც გააჩნია რესურსი იყოს უფრო მეტად საინტერესო, საკუთარი შინაარსიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე კი მომხმარებელს მუდმივად ახალი, მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისები შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, „თბილისის მედიათეკების გაერთიანებას“ კიკვიძის ბაღში მესამე ფილიალი შეემატება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge