png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა. მთავარი მოწოდება ისევ და ისევ, იმუნური ფენის გაძლიერებაა - ამირან გამყრელიძე

  • საზოგადოება
  • 20.03.2022
  • 13:26
ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა. მთავარი მოწოდება ისევ და ისევ, იმუნური ფენის გაძლიერებაა - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება, ინციდენტობის, დადებითობის, ასევე რეპროდუქციის ინდექსი უფრო მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემცირებულია სამედიცინო სექტორზე დატვირთვაც.

“სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, ძალიან დაბალია აცრის მაჩვენებელი. თუ იანვარში გვქონდა ყოველდღიური 7 000, თებერვალში 3 000, მარტში გვაქვს 1000. ეს ძალიან ცუდია, რადგან იმუნური ფენა ჯერჯერობით საქართველოში აცრის შემდგომ დაბალია. აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43.6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მოგეხსენებათ მთელ რიგ ქვეყნებში იგივე „ომიკრონის“ მეორე ტალღა აღინიშნება: ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში. ასევე ჩინეთის ქალაქებში იმატებს რაოდენობა. იქ, სადაც აცრის მოცვის მაჩვენებელი დაბალია, შესაძლებელია, კვლავ იყოს გარკვეული მატების ტენდეცია. მთავარი მოწოდება ისევ და ისევ, იმუნური ფენის გაძლიერებაა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ბუსტერი, რადგან ბუსტერი იცავს რეალურად, როგორც ინფიცირების, ასევე დამძიმებისგან და სიკვდილიანობისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება „დელტამიკრონს“, გამყრელიძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ შტამს „დელტას“ მსგავსი გართულებები არ ახასიათებს.

„დელტამიკრონი“ ეს ჰიბრიდია „დელტასი“ და „ომიკრონის“. ჯერჯერობით მხოლოდ ერთეული შემთხვევებია სეკვენირებით დადგენილი სხვადასხვა ქვეყნებში. წინასწარი ინფორმაციით, მას „დელტას“ სიმძიმე არ ახასიათებს და ჭარბობს „ომიკრონის“ თვისებები, რომელიც უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ჩვენი ცენტრი აკეთებს შტამების მონიტორინგს, გვაქვს რამდენიმე ბაზა, საიდანაც ვაკვირდებით და ვაკეთებთ სეკვენირებას. ჯერჯერობით, ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა თუმცა, ალბათობა ყველა ქვეყანაში არის რომ ახალი შტამი გაჩნდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge