png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მტერი აღარ ოცნებობს კიევზე, მტკივნეულ დარტყმებს იღებს ხარკოვის, ნიკოლაევის, ხერსონისა და ლუჰანსკის ოლქებში - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

  • მსოფლიო
  • 21.03.2022
  • 15:08
მტერი აღარ ოცნებობს კიევზე, მტკივნეულ დარტყმებს იღებს ხარკოვის, ნიკოლაევის, ხერსონისა და ლუჰანსკის ოლქებში - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

მარიუპოლის გმირი დამცველების უდიდესი წვლილია იმაში, რომ მტრის გეგმები განადგურებილია და უკრაინის თავდაცვა უფრო აქტიური ხდება, ამის შესახებ   უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა Facebook-ზე დაწერა.

„მტერი აღარ ოცნებობს კიევზე, მტკივნეულ დარტყმებს იღებს ხარკოვის, ნიკოლაევის, ხერსონისა და ლუჰანსკის ოლქებში. მარიუპოლის გმირი დამცველების უდიდესი წვლილია იმაში, რომ მტრის გეგმები განადგურებილია და უკრაინის თავდაცვა უფრო აქტიური ხდება. მათი სიმამაცის დამსახურებით, გადარჩენილია ათი ათასობით სიცოცხლე მთელ უკრაინაში. დღეს მარიუპოლი იცავს კიევსაც, დნიპროსაც და ოდესასაც. ეს ყველას უნდა ესმოდეს“, - აღნიშნავს მინისტრი.

რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ  ხერსონის, ენერგოდარისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა, უიარაღოდ, პროტესტს უცხადებს რუს ოკუპანტებს, აჩვენებს, რომ უკარინელი ხალხის ნება დაუმარცხებელია და სჯობს მტერი უკან გაბრუნდეს.

მინისტრის თქმით, უკრაინელების ბრძოლა თავისი მიწისთვის მსოფლიო აიძულებს გააცნობიეროს, რომ  რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე, შესაძლოა გამოიწვიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც თავის მხრივ მოიტანს მორიგ მიგრაციულ კრიზისს ევროპისთვის.

„ჩვენ დავამარცხებთ მტერს ერთიანობით. თითოეულის წვლილი მნიშვნელოვანია. არსებობს სხვადასხვა ფრონტი, გამარჯვება კი ყველასთვის ერთია. დიდება უკრაინას!“ - წერს რეზნიკოვი.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge