png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სასამართლოზე სააკაშვილმა პირველმა თქვა ნეიტრალიტეტის საკითხი და ამის შემდეგ გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან - პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.03.2022
  • 14:27
სასამართლოზე სააკაშვილმა პირველმა თქვა ნეიტრალიტეტის საკითხი და ამის შემდეგ გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან - პაპუაშვილი

17 მარტს სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ნეიტრალიტეტის საკითხი და ამის შემდეგ ისე გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოცმედიაში, თითქოს ეს არის განხილვის საკითხი, ვხედავთ რამხელა ემოციებზე გადის მათ შორის მედიაში, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციული კამპანიის და ჰიბრიდული ომის ერთერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა.

მისივე თქმით, ჩვენ ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც სამწუხაროდ პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული ოპოზიციის, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან.

"ყველამ ვიცით, რომ დეზინფორმაციული კამპანიის და ჰიბრიდული ომის ერთერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა. ჩვენ ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც სამწუხაროდ პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული ოპოზიციის მხრიდან, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან. მაგალითად, როდესაც საუბარი იყო რუსულ სკოლებსა თუ სექტორზე, თითქოს პარლამენტმა რაღაც პროექტი განიხილა, პირდაპირ პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს, მეორე - გუშინ თუ გუშინწინ იყო მოქალაქობის შესახებ კანონში თითქოს რაღაც ცვლილება შედის, პირდაპირ მიმართული დეზინფორმაცია - ესეც ტყული, მესამე - რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხი იყო თუ არა, მაშინ კითხვაზე დასმული პასუხი იყო შემდეგი ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომ თუკი სიმართლეა, რაც პრეზიდენტმა თქვა, გამოდის, რომ მას კონსტიტუცია დაურღვევია და ჩვენ ამ საკითხში გავერკვევით. შემდეგ ხდება ამის ასე შეფუთვა, რაც ასევე ნაწილია დეზინფორმაციული კამპანიის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირების და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევის კუთხით, და ბოლოს ნეიტრალიტეტის საკითხი, რომელიც ასევე ბატონმა გიორგიმ ახსენა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, საიდან დაიწყო. 17 მარტს, სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ეს საკითხი და იმის შემდეგ ისე გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოცმედიაში, თითქოს ეს არის განხილვის საკითხი და ვხედავთ რამხელა ემოციებზე გადის მათ შორის მედიაში, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge