png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პენტაგონი: უკრაინელებმა დაიწყეს რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება

  • მსოფლიო
  • 22.03.2022
  • 23:28
პენტაგონი: უკრაინელებმა დაიწყეს რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება

პენტაგონის ანონიმურ ბრიფინგზე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ, სადაც BBC-ის ცნობით რამდენიმე სიახლის შესახებ გახდა ცნობილი.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში პენტაგონში მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, რომ უკრაინაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, თუმცა ამჯერად ბევრი სიახლეა.

პენტაგონის განცხადებით, გამოიკვეთა ნიშნები, რომ უკრაინელები მზად არიან, დაიბრუნონ რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიები.

რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნების კონტექსტში, პენტაგონი მიანიშნეს იზიუმსა და ხარკოვში მიმდინარე ბრძოლებზე, ასევე ხერსონის გათავისუფლების მცდელობებზე.

პენტაგონის ცნობით, რუს სამხედროებს გარკვეული ლოგისტიკური სირთულეები აქვთ. კერძოდ, ვერ ამარაგებენ ხომალდებს საწვავით, შესაბამისი ეკიპირების არარსებობის გამო, რუს სამხედროებში ფიქსირდება მოყინვის შემთხვევები.

პენტაგონი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ძალების გაძლიერების მიზნით, შესაძლოა, უკრაინაშ გაჩაღებულ ფრონტზე გადაისროლოს სხვა ქვეყნებსა და რუსეთის სხვადასხვა რეგიონში განლაგებული ტაქტიკური ბატალიონის ჯგუფები.

ამავდროულად, პენტაგონის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოჩნდა მკაფიო მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის არმია მიზანმიმართულად და შეგნებულად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

ასევე არსებობს სხვა მოქმედებების ნიშნებიც, რომელიც შესაძლოა დაკვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაულები.

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსული გემები, რომლებიც აზოვის ზღვაში იმყოფებიან მაღალი ალბათობით ბომბავენ მარიუპოლს. შავ ძღვაში რჩება 21 რუსული სამხედრო გემი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge