png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

შეეგუეთ მარცხს. სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარები, სანამ ამას ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო გაიძულებთ - სააკაშვილი ხელისუფლებას

  • პოლიტიკა
  • 24.03.2022
  • 18:13
შეეგუეთ მარცხს. სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარები, სანამ ამას ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო გაიძულებთ - სააკაშვილი ხელისუფლებას

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო. ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება:

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, არ გამიცრუა იმედები და ჩემი სარჩელი განსახილველად დაუშვა. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა და ნამდვილად კარგად მესმის მისი ფასი, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის 1993 წლის კურსდამთავრებულს.

დღეს გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი სიმართლის დასადგენად ოცნების მიერ შეთითხნილ საქმეებზე და სამართლიანობის აღსადგენად. მინდა ყველას შევახსენო, რომ მე მოვუგე ჰოლანდიის ადგილობრივ სასამართლოში სარჩელი ივანიშვილის წარმომადგენელს, რუხაძეს 2018 წელს. 2020 წელს ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგი და 2022 წელს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოები, სადაც მე და სამხედროებს წინასწარი წარმოების ეტაპზე გვიცავდა მსოფლიოში სახელგანთქმულ იურისტთა ჯგუფი და სადაც წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ მე და ქართველი სამხედროები განსასჯელის სკამზე აღმოვჩენილიყავით.

ერთი სიტყვით, აქამდე, გავმართლდი ყველა საერთაშორისო სასამართლოში და რატომღაც ყოველთვის ვაგებ მურუსიძის სასამართლოს. მიზეზი, სრულიად გასაგებია - ის, რაც საქართველოში ხდება, ყველაფერია მართლმსაჯულების გარდა. თუმცა, ჭეშმარიტად, სამართალი ურმით, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მოდის.

მინდა ვუთხრა ახლა პანიკაში ჩავარდნილ იუსტიციის სამინისტროს და მთელ ხელისუფლებას - შეეგუეთ მარცხს. ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი, ბოლოს და ბოლოს, ერთი სამშობლო გვაქვს, რომელიც ახლა უმძიმეს გასაჭირშია. სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარები, სანამ ამას მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო ფორუმები გაიძულებენ. ნუ შევარცხვენთ ჩვენს ქვეყანას. მე, პირადად, სიტყვას გაძლევთ, რომ არანაირი შურისძიების სურვილი კი არა, არამედ წყენაც კი არ დამრჩება, მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელშიც გამატარეთ", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge