png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველო ბოლონიის წიგნების ბაზრობაზე წარდგა

  • საზოგადოება
  • 25.03.2022
  • 13:44
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველო ბოლონიის წიგნების ბაზრობაზე წარდგა

25 მარტი, 2022- საქართველოს ბანკი და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ საბავშვო ლიტერატურის განვითარების მიმართულებით პროექტების განხორციელებას განაგრძობენ. 21-24 მარტს, საქართველო ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგა. ღონისძიებაზე ქართული გამომცემლობების საბავშვო წიგნები გამოიფინა. ასევე გაიმართა საინტერესო შეხვედრები ილუსტრატორებთან და საბავშვო მწერლებთან.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ორგანიზატორებმა პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება, გამოწვევები და შედეგები მიმოიხილეს და უცხოელი გამომცემლების მხრიდან, ბაზრობაზე წარმოდგენილი ქართულენოვანი ავტორებისადმი მზარდ დაინტერესებაზე ისაუბრეს.
თბილისის ილუსტრაციის ფესტივალის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში საქართველოში მომუშავე ათი ილუსტრატორის ორმოცამდე ნამუშევრის პრინტი იყო წარმოდგენილი. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა, უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.
გარდა ამისა, ქართველმა ილუსტრატორებმა ანა ჯანელიძემ, ვარლამ ჯმუხაძემ და გიორგი ჯინჭარაძემ, დაინტერესებულ საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით, გამომცემლებსა და ლიტერატურის აგენტებს შეხვდნენ.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა, ლუკა გრიგოლიამ და ილუსტრატორებმა, თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში არსებული ძვრებისა და სიახლეების თაობაზე ისაუბრეს, ხოლო გამომცემლობა „ზოლიანი კატის“ დამფუძნებელმა ნიკი თარხან-მოურავმა, საქართველოში მოქმედი პატარა გამომცემლობების გამოწვევები მიმოიხილა.
მწერალთა სახლმა, ბაზრობის სტუმრებს, საბავშვო ავტორი, ვასილ გულეური გააცნო, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge