png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ის, რაც მარიუპოლში ხდება, მხოლოდ საშინელებათა ფილმებში გვინახავს - ბაიდენი

  • მსოფლიო
  • 25.03.2022
  • 22:40
ის, რაც მარიუპოლში ხდება, მხოლოდ საშინელებათა ფილმებში გვინახავს - ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპული ტურნეს ფარგლებში პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში ჩავიდა, სადაც უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა და საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი ნამდვილი ომის დამნაშავეა და ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მისი შეჩერებისა და უკრაინის დახმარებისკენ.

ამის შესახებ ბაიდენმა ისაუბრა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან.  

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, არის გაერთიანება, დემოკრატიის დაცვა, რათა შევაჩეროთ ნგრევა, რომელიც ერთი ადამიანის ხელით ხორციელდება. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ ის [პუტინი] ომის დამნაშავეა და ის ასევე აკმაყოფილებს ამ ტერმინის სამართლებრივ განმარტებას“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინაში 10 მლნ ადამიანი იძულებული გახდა თავიანთი სახლები დაეტოვებინა, 3,8 მლნ კი ქვეყანიდან წავიდა, მათ შორის უამრავი ბავშვიც.

ამასთან, მისივე თქმით, ასი ათასობით ადამიანი მოწყვეტილია დახმარებას, როგორც ეს მარიუპოლშია. „ამის წარმოდგენა შეუძლებელია, ეს მხოლოდ საშინელებათა ფილმებში გვინახავს“,- დასძინა ბაიდენმა. 

„მე ვნახე ეს კატასტროფა, ბავშვები, ჩვილები, დედები.  აუცილებელი არ არის იცოდე მათი ენა, საკმარისია ღრმად ჩახედო თვალებში, რომ დაინახო ეს ტკივილი, რომელიც თვალებში აქვთ... არაფერია მშობლებისთვის იმაზე უარესი, ვიდრე შვილების ტანჯვა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ბაიდენმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ არ შეუძლია უკრაინაში ჩასვლა და თავისი თვალით ნახვა, რაც იქ ხდება. მან თქვა, რომ „არ აძლევენ ამის უფლებას“.

შეგახსენებთ, ბაიდენი პოლონეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.  დღეს, ის ჟეშუვში იმყოფებოდა, ხვალ კი შეხვედრებს ვარშავაში გამართავს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge