png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან სულ მცირე 1 119 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

  • მსოფლიო
  • 27.03.2022
  • 23:18
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან სულ მცირე 1 119 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 2022 წლის 24 თებერვლიდან 26 მარტამდე პერიოდში დაიღუპა სულ მცირე 1 119 მშვიდობიანი მოქლაქე, 1 790 კი დაიჭრა. ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

„რეალური რიცხვი მნიშვნელოვნად მეტია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ფერხდება, უამრავი ინფორმაცია კი დადასტურების მოლოდინშია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დოკუმენტის თანახმად, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია  მარიუპოლსა და ვოლნოვახაში (დონეცკის ოლქი), იზიუმში (ხარკოვის ოლქი), სევეროდონეცკსა და რუბეჟნოეში (ლუჰანსკის ოლქი), ტროსტიანცში (სუმის ოლქი). სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის. აღნიშნული ქალაქები მოითხოვს შემდეგ ვერიფიკაციას და არ არის შეტანილი ზემოთ მოყვანილ სტატისტიკაში.

„სამოქალაქო პირებს შორის დაღუპვის ან დაჭრის შემთხვევები დიდწილად უკავშირდება ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას ფართო დაფარვის ზონის შესაძლებლობებით, მათ შორის მძიმე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, ასევე სარაკეტო და ავიადარტყმების გამოყენებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

გაეროს დადასტურებული მონაცემებით, დაღუპულია 224 კაცი, 168 ქალი, 32 ბიჭი და 15 გოგონა. ამასთან, 52 ბავშისა და 628 მოზრდილის სქესი ჯერ დადგენილი არ არის.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის მონაცემებით, 27 მარტის მდგომარეობით დაღუპულია 139 ბავშვი, 205 კი დაჭრილია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge