png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

WSJ: აბრამოვიჩი და უკრაინის სამშვიდობო დელეგაციის წევრები სავარაუდოდ მოწამლეს

  • მსოფლიო
  • 28.03.2022
  • 21:25
WSJ: აბრამოვიჩი და უკრაინის სამშვიდობო დელეგაციის წევრები სავარაუდოდ მოწამლეს

რომან აბრამოვიჩის სპიკერმა დაადასტურა, რომ რუს ოლიგარქს მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში უკრაინელ მომლაპარაკებელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვედრა გამართა.

გავრცელებული ცნობით, აბრამოვიჩი ახლა თავს კარგად გრძნობს, რადგან ინციდენტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა და ის გააგრძელებს მოლაპარაკებებს.

ამავდროულად, აბრამოვიჩის წარმომადგენელმა უარი თქვა სხვა მსხვერპლების ან მოწამვლის შესაძლო წყაროების შესახებ ინფორმაციის დადასტურებაზე.

მანამდე, Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსული მხარის მონაწილის რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის მხარის მომლაპარაკებლებს მოწამვლის სიმპტომები აღმოაჩნდათ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მალე გამოცემა Bellingcat-მა თავის ტვიტერზე Wall Street Journal-ის ინფორმაცია დაადასტურა.

Wall Street Journal-ის ჟურნალისტები იაროსლავ ტროფიმოვი და მაქს კოლჩესტერი წერენ, რომ აბრამოვიჩი კიევში იმყოფებოდა მარტის დასაწყისში, სადაც შეხვედრების შემდეგ, მას და უკრაინის დელეგაციის ორ წევრს აღენიშნებოდათ თვალების სიწითლე, გამუდმებული და მტკივნეული ცრემლდენა, ასევე კანის აქერცვლა სახესა და ხელებზე. უკრაინული დელეგაციის წევრებს შორის ჟურნალისტები ასახელებენ დეპუტატ რუსტემ უმეროვს.

მისი მდგომარეობა მოგვიანებით გაუმჯობესდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოცემის თანახმად, აბრამოვიჩი ომის დაწყების შემდეგ იმყოფებოდა არა მხოლოდ კიევში, არამედ ლვოვში, ასევე პირადად შეხვდა ზელენსკის. (მას მსგავსი სიმპტომები არ აღენიშნებოდა).

Wall Street Journal-ის წყაროს თქმით, მოწამვლა დაგეგმეს "რაღაც ძალებმა მოსკოვიდან, მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით".

რას წერს რუსული დამოუკიდებელი მედია მოწამვლასთან დაკავშირებით

რუსული დამოუკიდებელი მედია "აგენტსტვო" იუწყება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი, უმაღლესი რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი მარტში მოწამლეს, რის გამოც ის მომლაპარაკებელთა რიგებს გამოეთიშა.

"აგენტსტვო" ინფორმაციას კონფლიქტის ორივე მხარის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროებმა გამოცემას უთხრეს, რომ უმეროვი კიევში მოწამლეს, მაგრამ გადარჩა და ახლა თავს კარგად გრძნობს. ამასთან ხაზი გაუსვეს, რომ უმეროვის მოწამვლა "ნოვიჩოკს" არ უკავშირდება.

უკრაინული მხარის წყაროს ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება ამ ინციდენტთან დაკავშირებით დახურულ გამოძიებას ატარებს. "აგენტსტვოს" მეორე წყაროს თქმით, უმეროვის ინციდენტი, შესაძლოა გამხდარიყო მოლაპარაკებების ვიდეოფორმატში გადასვლის მიზეზი. რუსული მხარის წყარო ამ ინფორმაციას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მომლაპარაკებელთა უარი პირისპირ შეხვედრებზე ლოჯისტიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა.

"აგენტსტვო" წერს, რომ მარტის დასაწყისში კრემლთან დაკავშირებულ მედიაში რუსტემ უმეროვის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია აგორდა. დეპუტატს აშშ-ის ჯაშუშობასა და მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ.

თავად რუსტემ უმეროვი მოწამვლის ფაქტს უარყოფდა. "საინფორმაციო ომი აქტიურად ვრცელდება", - წერდა ის სოციალურ ქსელში და საზოგადოებას მოუწოდებდა არ დაეჯერებინათ გადაუმოწმებელი ინფორმაციებისთვის.

"აგენტსტვომ" ასევე გაარკვია უკრაინის დელეგაციის კიდევ ერთი წევრის, მოლაპარაკებათა პირველი რაუნდის მონაწილის დენის კირეევის სიკვდილის დეტალები. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ 5 მარტს გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მომლაპარაკებელი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა და დაკავების დროს მოკლა. მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლებამ დააზუსტა, რომ კირეევი სპეცოპერაციის დროს წინააღმდეგობის გაწევის დროს დაიღუპა.

გამოცემა იუწყება, რომ კირეევი სავარაუდოდ, სპეცდანაყოფების თანამშრომლებმა მას შემდეგ მოკლეს, რაც კონტრდაზვერვამ რუსებთან მისი კონტაქტი დააფიქსირა.

რუსული მხარის წყაროს თქმით, კირეევი პასუხისმგებელი იყო რუსეთის უშიშროების ძალებთან კონტაქტებზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი ბრძანებულებით.

"მაგრამ შემდეგ მოხდა გაუგებრობა", - სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ეს არ იცოდნენ და დაკავების დროს მოკლეს. უკრაინის მხარის წყარომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა გაურკვევლობას", - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.

ზელენსკის ოფისში "აგენტსტვოს" ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge