png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას - სუბარი

  • პოლიტიკა
  • 29.03.2022
  • 13:43
უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას - სუბარი

„ჩვენ მტკიცედ და არაორაზროვნად ვიმეორებთ, რომ უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას!“ - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი განცხადებით უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოში გააქტიურდა ე. წ. „ომის პარტია“, რომლის მიზანია საქართველოს ომში ჩართვა.

"სწორედ ამას ნიშნავს, როცა პირდაპირი ტექსტებით მოგვიწოდებენ, რომ რუსეთი დასუსტდა და სწორედ ახლა დადგა დრო, როცა საქართველომ დაკარგული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს; რომ სასწრაფოდ, სწორედ ამ ცხელ დღეებში უნდა დავიწყოთ გამალებული შეიარაღება; რომ სახელმწიფომ სპეციალური თვითმფრინავებით უნდა გააგზავნოს შეიარაღებული მოხალისეები უკრაინის მხარდასაჭერად და ა.შ. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ...

და როდესაც ჩვენ მტკიცედ და არაორაზროვნად ვიმეორებთ, რომ უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, ეს იწვევს შეურაცხმყოფელ თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ. „ომის პარტიის“ წარმომადგენელი ქართველი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების არაერთ განცხადებას აღარ გავიმეორებ, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად მიუღებელია, როცა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირი ტექსტით მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ. ძალიან რბილად ვიტყვი, რომ მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები ძალიან არამეგობრული და მიუღებელია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge