png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

რა იცოდა სააკაშვილმა, რომ ომს იწყებდა რუსეთი უკრაინაში?! ფაქტია რაღაცას გამოასწრო - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 29.03.2022
  • 15:21
რა იცოდა სააკაშვილმა, რომ ომს იწყებდა რუსეთი უკრაინაში?! ფაქტია რაღაცას გამოასწრო - მამუკა მდინარაძე

სააკაშვილთან თანამშრომლობას კი არ გამოვრიცხავთ, ამორალურია – მასთან, როგორც ყველაზე ბოროტ და ამ ქვეყნის მოღალატე პერსონასთან თანამშრომლობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილმა ფაქტია, უკრაინიდან რაღაცას გამოასწრო და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის არაადეკვატური და მასთან რაიმე თანხმობაზე საუბარი არ შეიძლება.

„მის სულელურ გამონათქვამებზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება, ეს წარმოუდგენელია. სასოწარკვეთილებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, ომის პარტია, მეხუთე კოლონა და მისი ლიდერი რას ისაუბრებს, ამაზე სერიოზული მსჯელობა ცოტა უხერხულია. ერთადერთი, რაც შეიძლება, მხედველობაში მიიღო, სააკაშვილის წამოცდენა და აღიარებაა, რომ გრძნობდა თუ იცოდა, ეს მომენტი თუ დრო დგებოდა და დადგა. რა იცოდა? რას გრძნობდა – რუსეთი უკრაინაში ომს იწყებდა და ღია აგრესიას? ეს იცოდა? – ფაქტია, რომ რაღაცას გამოასწრო და როცა ამ ვერსიას ვავითარებდით, თქვენი ღიმილიანი სახეები მახსოვს. სააკაშვილთან თანამშრომლობას კი არ გამოვრიცხავთ, ამორალურია – მასთან, როგორც ყველაზე ბოროტ და ამ ქვეყნის მოღალატე პერსონასთან თანამშრომლობა. უფრო მეტიც, მისი პარტიის არც ერთ საგარეო ინიციატივას არც კი განვიხილავთ, მის შინაარსში შესვლას კი არ შეიძლება, იმდენად მოღალატეობრივი პოზიცია უჭირავთ საქმით. ვითომ, პროდასავლურ კურსს დეკლარირებენ და ყველა ჯერზე „ნაცმოძრაობა“ მეხუთე კოლონა რუსულ საქმეს აკეთებს – ამ ქვეყნის სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს. ამ ღალატის „გაპრავებით“ არიან დაკავებული და დღესაც აგრძელებენ არეულობას, ქაოსს, რაც მტრის ინტერესებში ჯდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge