png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გაერომ უკრინაში ომის დანაშაულების მტკიცებულებების შემგროვებელი კომისიის წევრები დანიშნა

  • მსოფლიო
  • 31.03.2022
  • 13:12
გაერომ უკრინაში ომის დანაშაულების მტკიცებულებების შემგროვებელი კომისიის წევრები დანიშნა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დანიშნა კომისიის სამი წევრი, რომლებიც შეაგროვებენ მტკიცებულებებს უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით.

Reuters-ის ცნობით, კომისია შეიქმნა უკრაინისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წინადადებით.

კომისიას მოუწევს მოწმეების გამოკითხვა და მტკიცებულებების შეგროვება, რომლებსაც მომავალ სასამართლოს პროცესებში გამოიყენებენ.

კომისიას სათავეში ჩაუდგა ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე ერიკ მოისე. მასთან ერთად კომისიის შემადგენლობაში შედიან ბოსნია და ჰერცეგოვინის ადამიანის უფლებათა კომისარი იასმინკა ჯუმჰური და ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს ყოფილი სპეციალური მომხსენებელი კოლუმბიელი პაბლო დე გრეიფი.

უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიას ადანაშაულებენ ომის დანაშაულებში, მათ შორის ქალაქების განურჩევლად დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს.

რუსეთიც და უკრაინაც ახლა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შორის არიან. რუსეთმა, Reuters-ის ცნობით, გააპროტესტა კომისიის შექმნა.

შეგახსენებთ, 4 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ უკრაინაში რუსეთის მიერ უფლებების დარღვევის გამოძიებას და შესაბამისი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისმა უკვე დაიწყო უკრაინაში რუსეთის მიერ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge