png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მოსკოვთან კონფრონტაციას გამოიწვევს - თეთრი სახლი

  • მსოფლიო
  • 31.03.2022
  • 14:41
ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მოსკოვთან კონფრონტაციას გამოიწვევს - თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას გამოიწვევს. ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ქეით ბედინგფილდმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტილებების მიღების დროს ორ ფაქტორს ითვალისწინებს, პირველი - ეს არის შეფასება იმისა, თუ რა იქნება უფრო ეფექტიანი და სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მეორე ფაქტორი კი მდგომარეობს იმაში, რომ ბაიდენი „არ ისწრაფვის ამერიკისა და რუსეთის შეიარაღებული ძალებს შორის უშუალო კონფლიქტისკენ“.  

ბედინგფილდის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი მსგავს გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. „ის არ მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც აშშ-სა და რუსეთის ძალებს შორის პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს“, - დასძინა ბედინგფილდმა.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა და მასშტაბები უპრეცენდენტოა“.

მან ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლი არ არის მზად მიიღოს გადწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე.

„ჩვენ უკრაინასთან მუდმივი განხილვის პროცესში ვართ, თუ როგორ დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში. მაგრამ არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა საუბარს შევძლებდი“, - განაცხადა ბედინგფილდმა.

ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკისთან გუშინ, 30 მარტს გამართულ სატელეფონო საუბრისას,  განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 500 მლნ დოლარს გამოუყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge