png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

31 წლის წინ ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა და მტკიცედ დაადასტურა, რომ თავისუფლება ჩვენი უპირველესი ღირებულებაა და ეს არასდროს შეიცვლება - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 31.03.2022
  • 14:45
31 წლის წინ ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა და მტკიცედ დაადასტურა, რომ თავისუფლება ჩვენი უპირველესი ღირებულებაა და ეს არასდროს შეიცვლება - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის გამართვიდან 31-ე წლისთავს ულოცავს.

"დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია - 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის გამართვიდან 31 წელი გავიდა.

31 წლის წინ ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა და მტკიცედ დაადასტურა, რომ თავისუფლება ჩვენი უპირველესი ღირებულებაა და ეს არასდროს შეიცვლება.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გადაწყვეტილებით, საქართველომ დაიწყო შეუქცევადი სწრაფვა თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსკენ, იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ბუნებრივი ადგილი.

ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ამ ისტორიული მოვლენის სულისჩამდგმელს, საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ მისი და მისი თანამებრძოლების თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგია თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომელიც აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღებს!",- ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge