png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

იაპონიამ დიპლომატიურ ცნობარში კურილის კუნძულების ოკუპაციის ფორმულირება დააბრუნა

  • მსოფლიო
  • 31.03.2022
  • 15:12
იაპონიამ დიპლომატიურ ცნობარში კურილის კუნძულების ოკუპაციის ფორმულირება დააბრუნა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე იაპონია რუსეთის მიერ კურილის კუნძულების ოკუპაციის ფორმულირებას აბრუნებს „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“, - დიპლომატიურ ცნობარში, რომელიც 1957 წელს გამოიცა. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს წყაროს თქმით, ცნობარში მოცემული იქნება, რომ „ჩრდილეოთ ტერიტორიები წარმოადგენს იაპონიის განუყოფელ ნაწილს და დღეისათვის უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ“. ბოლოს სამხრეთ კურილის ოკუპაცია „ლურჯ წიგნში“ ნახსენები იყო 2003 წელს, ხოლო ის, რომ კურლის კუნძულები იაპონიის კუთვნილებაა - 2011 წელს.

მარტში, რუსეთმა დასავლეთის სანქციების ფონზე, რომელსაც იაპონიაც შეურთდა, იაპონიის მოქალაქეებისთვის, რომლებიც კურილის კუნძულებზე გადადიან, უვიზო რეჟიმი გააუქმა, ასევე გავიდა იაპონიასთან კურილის კუნძულებზე  ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის სამშვიდობო შეთანხმებიდან.

23 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე რთი დღით ადრე იაპონია, კანადა და ავსტრალია შეურთდნენ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ევროკაშირს და კრემლის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარებისთვის“ რუსეთს სანქციები დაუწესა. იაპონიამ ვიზების გაცემა აკრძალა იმ პირებისთვის, რომლებსაც თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან კავშირი აქვთ.

მოგვიანებით იაპონიამ სანქციები დაუწესა რუს თანამდებობის პირებსა და ბიზნესმენებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეებ დმიტრი კოზაკსა და სერგეი კირიენკოს, ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს, ოლიგარქ ალიშერ უსმანოვსა და სხვებს, ასევე პერსონალური სანქციები დაუწესა ვლადიმირ პუტინს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge