png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

აშშ-მა რუსეთს ტექნოლოგიის სექტორში სანქციები დაუწესა

  • მსოფლიო
  • 31.03.2022
  • 22:15
აშშ-მა რუსეთს ტექნოლოგიის სექტორში სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის 13 მოქალაქესა და 21 რუსულ კომპანიას, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიის სფეროში მუშაობენ, მათ შორის არის რუსეთის არმიისთვის მომუშავე ორგანიზაციებიც.

ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

სანქციები დაუწესდა მიკროელექტრონიკის უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანია „მიკრონსა“ და მიკროსქემების უდიდეს მწარმოებელ კომპანიას. ასევე სანქცირებულთა სიაში მოხვდა პროგრამული უზრუნველყოფისა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანია „ნიი-ვექტორი“ და კომპიუტერული ფირმა T-Platforms.

სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა კომპანია „სერნია ინჟინირინგი“ და კომპანია „სერტალი“, რომლებიც დაკავშირებული არიან იარაღისა და სპეციალური აღჭურვილობის წარმოებასთან.

 შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა ახალი სანქციების დაწესების შესახებ რუსი პროპაგანდისტებისა და რუსი გენერალ-პოლკოვნიკის მიხაილ მიზინცევის მიმართ. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც „მარიუპოლის ყასაბი“ მარიუპოლში ჩადენილი სისასტიკისა და ქალაქის განადგურების გამო.

ამასთან, ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიზნით განიხილავენ შეზღუდვების გაფართოებას რაც შეიძლება მეტი ბანკის მიმართ, ასევე სანქციების დაწესებას ოლიგარქების ოჯახების უფრო მეტი წევრის წინააღმდეგ და შეზღუდვების გამკაცრებას კრიპტოვალუტის გამოყენების წინააღმდეგ, რომელსც შესაძლოა, მიმართონ სანქცირებულმა პირებმა დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge