png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 01.04.2022
  • 14:41
მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას - მამუკა მდინარაძე

ხვალ ქალაქ რუსთავში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფლებში იმართება საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს ჩვენი კანდიდატი, ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი ირაკლი შატაკიშვილი, - აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი მამუკა მდინარაძე. მისი განმარტებით, რუსთაველ და გარდაბნელ ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ, ჩვენს კანდიდატს კი გამარჯვებას ვუსურვებთ.

"ასევე, ხვალ ბათუმში იმართება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს მხოლოდ ორი კანდიდატი - ჩვენი კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.

ამ არჩევნებს აქვს სერიოზული დატვირთვა ბათუმისთვის. სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ქონდეს თუნდაც მინიმალური შანსი, დაბრკოლებები შეუქმნას ბათუმის განვითარებას და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.

ამ არჩევნებში ჩვენ წარვადგინეთ ღირსეული ბათუმელი კაცი, რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა აჭარას და რეგიონის მოსახლეობას.

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენს კანდიდატს აქვს დიდი უპირატესობა „ომის პარტიის“ ანუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან შედარებით. კერძოდ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ჩვენი კანდიდატი საარჩევნო ოლქში, სადაც დაახლოებით 10 ათასი ამომრჩეველი იღებს ხოლმე არჩევნებში მონაწილეობას, რამაზ ჯინჭარაძე სულ მცირე ათასი ხმით იგებს არჩევნებს.

ბუნებრივია, წინასაარჩევნო მონაცემები ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს და მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება და ამის გამო, მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან. ამაზე მიანიშნებს მათ მიერ გასული დღეების განმავლობაში სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც, ის ფაქტი, რომ მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებიდან ვიხილავთ.

მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და ამომრჩეველს მისცენ საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა.

ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი", მდინარაძე

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge