png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

პუტინს ხშირად ნახულობს ექიმთა ჯგუფი, მათ შორის ონკოლოგი - „პროექტი“

  • მსოფლიო
  • 01.04.2022
  • 21:46
პუტინს ხშირად ნახულობს ექიმთა ჯგუფი, მათ შორის ონკოლოგი - „პროექტი“

საგამოძიებო გამოცემა  „პროექტის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ხშირად ნახულობს ექიმი - ქირურგი ონკოლოგი. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს მის ხელთ არსებული პირადი ექიმების სიაზე დაყრდნობით, რომლებიც ყველგან თან დაყვებიან რუსეთის პრეზიდენტს.

ერთ-ერთი მათგანია ცენტრალური კლინიკური საავამდყოფოს ექიმი ევგენი სელივანოვი. გამოცემის მონაცემებით, სელივანოვი სოჭში პუტინთან სულ მცირე 35-ჯერ ჩავიდა.

გამოძიება პირდაპირ არ ამტკიცებს, რომ პუტინს რაიმე დაავადება აწუხებს და არც კონკრეტულ დიაგნოზებზე საუბრობს. „პროექტის“ მონაცემებით, პუტინს სულ მცირე ორჯერ გაუკეთეს ან ოპერაცია, ან ძალიან სერიოზული პროცედურა, ზურგის არეში. „პროექტი“ აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევები ემთხვეოდა პუტინის გაუჩინარებას საჯარო სივრციდან.

გამოძიების თანახმად, ბოლო წლებში ყველაზე ხშირად რუსეთის პრეზიდენტს სოჭში აკითხავდა სამი ექიმი - ოტორინოლარინგოლოგები ალექსეი შეგლოვი, იგორ ესაკოვი და ზემოთ ნახსენები ქირურგი-ონკოლოგი ევგენი სელივანოვი.

„პროექტი“ აღნიშნავს, რომ ოთხი წლის განმავლობაში შეგლოვი სოჭში პუტინთან 59-ჯერ ჩავიდა და მის გვერდით 282 დღე გაატარა, ესაკოვი - 38-ჯერ, გაატარა 152 დღე, სელივანოვი კი 35-ჯერ და მასთან ერთად 166 დღე იმყოფებოდა. „ეს ჯგუფი პუტინის გვერდით არის, სოჭში, როგორც ოფიციალური ყოფნის, ისე საჯარო სივრციდან მისი გაუჩინარების დროსაც.

გამოძიებაში ასევე ნათქვამია, რომ ალტაიში ყოფნის დროს პუტინი იღებს აბაზანებს ირმის რქების ექსტრაქტით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge