png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ამ გაზაფხულზე მივიღებთ - ფინეთის პრემიერი

  • მსოფლიო
  • 02.04.2022
  • 18:56
ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ამ გაზაფხულზე მივიღებთ - ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უნდა იქნას მიღებული სწრაფად, მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სანა მარინმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

სანა მარინის განცხადებით, დროა, ფინეთმა სერიოზულად გადახედოს თავის პოზიციას სამხედრო ლოიალობის შესახებ.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ აიძულა ჰელსინკი, გადაეხედა თავის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის და ეღიარებინა, რომ "რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა".

"ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საფუძვლიანად, მაგრამ სწრაფად, ფაქტობრივად, ამ გაზაფხულზე", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს კვირებში გაწევრიანების შესახებ დისკუსიებისას, გამოაცხადებს თავის პირად პოზიციას ნატოს მიმართ.

2 აპრილს, ჰელსინკიში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ პარტიის პოზიცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა გრძელდება.

ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს ნატოში ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან.

რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს. ნატო ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge