png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

  • პოლიტიკა
  • 02.04.2022
  • 22:00
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იმარჯვებს.

როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემები შემდეგია:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათე ფუტკარაძე – 3 233 ხმა (31%);

„ქართული ოცნება- დემოკრატიული მოძრაობა“, რამაზ ჯინჭარაძე – 7 190 ხმა (69%).

ცესკო-ს ცნობით, პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ცესკო კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან ერთ საათში წარმოგიდგენთ ბათუმის შუალედური არჩევნების წინასწარ მონაცემებს 14-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, წინასწარი მონაცემების ოპერატიულად გამოქვეყნება სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების – ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით გახდა შესაძლებელი.

„ეს არის წინასწარი პირველადი მონაცემები და ის უკვე ასახულია ცესკო-ს ვებგვერდზეც. რა თქმა უნდა, ბათუმის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ბიულეტენებს კანონმდებლობით დადგენილი წესითაც დაითვლიან, რომლის შედეგიც იქნება იურიდიული ძალის მქონე. ასევე განხორციელდება დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, აღნიშნული კი, საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი წარმატებული ინიციატივაა, რაც ხმის დათვლის პროცედურების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას უწყობს ხელს“, – აღნიშნა ცესკო-ს პრესპიკერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge