png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ფინეთსა და შვედეთს თუ სურვილი ექნებათ, ნატო-ში სწრაფად მივიღებთ - სტოლტენბერგი

  • მსოფლიო
  • 03.04.2022
  • 21:11
ფინეთსა და შვედეთს თუ სურვილი ექნებათ, ნატო-ში სწრაფად მივიღებთ - სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტრვიუში განაცხადა, რომ თუ ფინეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებას მოისურვებს, ნატო ახალ წევრს მიესალმება.

„გადაწყვეტილება ფინეთმა უნდა მიიღოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ფინელებს „აქვთ უფლება მომავალი თავად განსაზღვრონ“.

„ეს არის ის, რასაც რუსეთი არ ელოდება. იმიტომ რომ მათ ერთხელ უკვე სცადეს ფინეთის დაშინება, როდესაც უთხრეს, რომ თუ ის {ფინეთი} ნატო-ში გაწევრიანდება, ამას შედეგები მოყვება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თუმცა სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გამოთქვამენ გაერთიანების სურვილს, ნატო „იპოვის საშუალებას ეს სწრაფად განახროციელოს“.  

გასულ კვირას ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ სტოლტენბერგთან დეტალურად განიხილა ნატო-ში ახალი სახელმწიფოს მიღების პროცესი.

„აუცილებელია ფინეთის უსაფრთხოების გაძლიერება“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ამასთან, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 2 აპრილს განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უნდა იქნას მიღებული სწრაფად, მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სანა მარინმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

სანა მარინის განცხადებით, დროა, ფინეთმა სერიოზულად გადახედოს თავის პოზიციას სამხედრო ლოიალობის შესახებ.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ აიძულა ჰელსინკი, გადაეხედა თავის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის და ეღიარებინა, რომ "რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა".

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge