png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

The New York Times: სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ბუჩაში ცხედრები მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო

  • მსოფლიო
  • 05.04.2022
  • 10:33
The New York Times: სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ბუჩაში ცხედრები მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო

The New York Times-ის მიერ სატელიტური გამოსახულებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალქეების ცხედრები მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო. გამოცემის მიერ შესწავლილი მასალები არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების მტკიცებებს, რომ თითქოს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები ბუჩაში მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქი რუსმა სამხდროებმა დატოვეს.

როდესაც ბუჩიდან უმძიმესი კადრები გავრცელდა, რომელზეც ჩანს მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, შეკრული ხელებითა და თავში ნასროლი ჭრილობებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასთან კავშირი უარყო და ფოტო-ვიდეო კადრებს"კიევის რეჟიმის მორიგი პროვოკაცია" და "დასავლური მედიისთვის კიდევ ერთი პროდუქტი ",  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი მას „ინსცენირება“ და „ფეიკთავდასხმა“ უწოდა.

The New York Times-ის პუბლიკაციის თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა სამი კვირის წინ არის მოკლული, როდესაც ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 2 აპრილს არის გადაღებული ჩანს უამრავი ცხედარი იაბლონსკის ქუჩაზე. სატელიტური გამოსახულებები, რომლებიც The Times-ს კომპანია Maxar Technologies-მა წარუდგინა, ადასტურებს, რომ სულ მცირე 11 ცხედარი 11 მარტიდან უკვე იყო, იმ დროს, როდესაც ქალაქში რუსი დამპყრობლები იმყოფებოდნენ.

გამოცემის თანახმად, ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. მოკლულების სხეულები  იმავე პოზაშია, როგორც სამი კვირის შემდეგ უკრაინელი სამახედროების მიერ მათი აღმოჩენის დროს.

ერთ-ერთ ვიდეოზე, იაბლონსკის ქუჩაზე ჩანს ცხედარი მიტოვებული ავტომობილის გვერდით, სატელიტურ ფოტოების მიხედვით, ავტომობილი და მის გვერდით ცხედარი 20-21 მარტის პერიოდში გამოჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღმოჩენილია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, თუმცა მსხვერპლთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს,  მსხვერპლთა ნაწილს სასტიკი წამების კვალი აღენიშნება, ზოგიერთ მოკლულ ადამიანს ხელები აქვს შეკრული. ცხედრები აღმოჩენილია სარდაფებშიც, რომლებსაც ასევე ხელები აქვთ შეკრული და ტყვია თავში აქვთ ნასროლი.

ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილ ხოცვა-ჟლეტაზე დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge