png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ტელეიმედს“ სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება დააკისრა

  • ეკონომიკა
  • 19.02.2016
  • 17:39
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ტელეიმედს“ სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციამ დაამზადა სოციალური რეკლამა და წერილით მიმართა შპს „ტელეიმედს“ სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების თაობაზე. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა  განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, ხოლო  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არ არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. საჩივარში, ასევე აღნიშნული იყო, რომ მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელთაც ცენტრმა მიმართა, რეკლამა უსასყიდლოდ განათავსეს. მათ შორის იყვნენ: შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი I“, სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებელი  II“, შპს „რუსთავი 2“, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, შპს „რადიო პალიტრა“,  შპს „ქართული რადიო“ (რადიო „მაესტრო“) და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1“.

საკითხის არსებითი განხილვის შემდეგ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსების მიზნით წარდენილი სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შპს „ტელეიმედს“ სარეკლამო რგოლის განთავსება დაავალა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge