png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბრიგადას, რომელიც ბუჩაში ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდა, უკრაინაში დააბრუნებენ - დაზვერვა

  • მსოფლიო
  • 05.04.2022
  • 20:06
ბრიგადას, რომელიც ბუჩაში ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდა, უკრაინაში დააბრუნებენ - დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადას, რომელიც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვა-ჟლეტასა და წამებაში მონაწილეობდა, უკრაინის ტერიტორიაზე დააბრუნებენ.

აღნიშნული ბრიგადა 4 პარილს ბელარუსში გადაიყვანეს და ამჟამად ქალაქ მოზირთან იმყოფება.

6 აპრილამდე პირად შემადგენლობას რკინიგზით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გადაიყვანენ.

ორდღიანი დასვენების შემდეგ იგეგმება მათი დაბრუნება უკრაინაში და ერთ-ერთ ცხელ წერტილში, სავარაუდოდ, ხარკოვის მიმართულებით გაგზავნა. უწყება აღნიშნავს, რომ როგორც წესი, რუსულ ქვედანაყოფებს საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვების შემდეგ ძალების აღდგენისა და დასვენებისთვის უფრო მეტ დროს აძლევენ. აღნიშნული გრაფიკი კი იმაზე მიანიშნებს, რომ 64-ე ბრიგადას მიცემული აქვს „სპეციალური დავალება“. მათ შორის უკრაინის დასახლებული პუნქტების მოსახლეობის დაშინება. ბუჩაში გენოციდის დანაშაულის შემსრულებლებს იგივეს ჩადენა სხვ ქალაქებშიც შეუძლიათ.

დაზვერვის სამსახურის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე 64-ე ბრიგადის დაუყოვნებლივ დაბრუნების კიდევ ერთი მიზანი არასაჭირო მოწმეების სასწრაფო განადგურებაა. „ესე იგი, გადასროლა ფრონტის იმ მონაკვეთზე, სადაც მათ გადარჩენის შანსები არ ექნებათ, რათა შეუძლებელი გახდეს მომავალში სასამრთლოებზე ჩვენებების მიცემა“,- აცხადებენ უწყებაში.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, სამხედროები უკრაინაში დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა რუსეთის სარდლობა მათ სურვილს უგულებელყოფს და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში ტრიბუნალით ემუქრება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge