png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მსოფლიო უყურებდა და არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც საქართველოს წინააღმდეგ ომი, არც მოლდოვასგან დნესტრისპირეთის რეგიონის მოგლეჯა - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 05.04.2022
  • 20:38
მსოფლიო უყურებდა და არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც საქართველოს წინააღმდეგ ომი, არც მოლდოვასგან დნესტრისპირეთის რეგიონის მოგლეჯა - ზელენსკი

მსოფლიო უყურებდა და არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც საქართველოს წინააღმდეგ ომი, არც მოლდოვასგან დნესტრისპირეთის რეგიონის მოგლეჯა და ის თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი სხვადასხვა კონფლიქტებისთვის - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს წინაშე ვიდეომიმართვისას.

ზელენსკიმ გაეროს თავისი ფუნქცია შეახსენა და მოქმედებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე უმძიმესი დანაშაულები ხდება. შეგნებულად ბომბავენ ქალაქებს, შეგნებულად ბლოკავენ დასახლებებს და შიმშილს იწვევენ, ისვრიან იმ მოქალაქეების მიმართულებით რომლებიც სამხედრო მოქმედების ზონიდან გაქცევას ცდილობენ, ასევე ბომბავენ თავშესაფრებს.

„სად არის ის უსაფრთხოება რომელიც გაეროს უსაფრთხოების საბჭომ უნდა უზრუნველყოს?! არ არის! სად არის ის მშვიდობა, რომლის დასამყარებლადაც გაერო შეიქმნა ?! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მშვიდობა. უბრალოდ, ეს ორგანიზაცია ეფექტურად ვერ მუშაობს“, - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსები ყველაფერს უარყოფენ და ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ თავი გაიმართლონ.

„თუ ეს გაგრძელდება, მაშინ მხოლოდ იძულებულები ვიქნებით თავდაცვისა და მშვიდობის დასამყარებლად სამხედრო ძალები გამოვიყენოთ და არა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები. გაერო საერთოდ არ იმუშავებს. მეგობრებო მზად ხართ რომ გაერო დახუროთ, ან ფიქრობთ რომ საერთაშორისო სამართლის დრო ამოიწურა ?! მოქმედებაა საჭირო. დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს წესდებას რეფორმირება სჭირდება. ვეტოს უფლება სიკვდილის მექანიზმი არ უნდა იყოს.

ტირანიამ ისეთი მკაცრი პასუხი უნდა მიიღოს, რომ ომის დაწყებაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სრულიად უნდა გაუქმდეს. თავის დროზე გარანტირებული რომ ყოფილიყო უსაფრთხოება, ომი შესაძლებელია არ ყოფილი ჩემს ქვეყანაში, ჩემი ხალხის წინააღმდეგ.

მსოფლიო კი უყურებდა და არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც საქართველოს წინააღმდეგ ომი, არც მოლდოვასგან დნესტრისპირეთის რეგიონის მოგლეჯა და ის თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი სხვადასხვა კონფლიქტებისთვის. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს?! დაუყოვნებლივ მიეცეს პასუხისგებაში რუსი სამხედროები და ის პირები, ვინც დანაშაულებრივი ბრძანებები გასცეს. ყველა მათგანი ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის ანალოგიური ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ. მოგიწოდებთ რომ გაეროს რეფორმების შესახებ კონფერენცია მშვიდობიან კიევში გავმართოთ. უფრო გადამწყვეტად უნდა ვიმოქმედოთ. არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული წევრი. ყველა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. მზად ვართ უკრაინაში შევქმნათ ისეთივე ოფისი როგორც ჟენევაში“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge