png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის 10 ახალი მარშრუტი ამოქმედდება

  • საზოგადოება
  • 06.04.2022
  • 12:36
დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის 10 ახალი მარშრუტი ამოქმედდება

დედაქალაქში სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას ითვალისწინებს.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მთელი რიგი რეფორმები განვახორციელეთ. გვყავს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები. დამატებით 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვას ვგეგმავთ. ასევე, ყოველდღიურად ვამუშავებთ ახალ მარშრუტებს. დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის 10 ახალი მარშრუტი ამოქმედდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოხერხებული, კომფორტული და სწრაფი იყოს. ამ მიზნით, შესაბამისი პროექტები ხორციელდება. ყველა ქუჩაზე, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვახორციელებთ, საავტობუსე ზოლებს ვაწყობთ. ეს მიდგომებია განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც იგივე ნაბიჯებს ვდგამთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება, პრინციპულად მნიშვნელოვანია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge