png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

Der Spiegel: გერმანიის დაზვერვამ მოიპოვა ცნობები, რომლითაც მტკიცდება, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა სტრატეგიის ნაწილი იყო

  • მსოფლიო
  • 07.04.2022
  • 14:16
Der Spiegel: გერმანიის დაზვერვამ მოიპოვა ცნობები, რომლითაც მტკიცდება, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა სტრატეგიის ნაწილი იყო

გერმანიის დაზვერვის  ფედერალურ სამსახურს (BND) ხელში ჩაუვარდა რუსი სამხედროების რადიოშეტყობინებები, რომელიც შეიცავს ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შესახებ ახალ ინფორმაციებს.  რუსები განიხლავენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს, ცალკეული შეტყობინებები კი შესაძლოა უკავშირდებოდეს ფოტოებზე აღბეჭდილი კონკრეტული მოკლული ადამიანების ცხედრებს.  ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი BND-ის ხელთარსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონკრეტულად, დაზვერვის სამსახური ფლობს რადიოშეტყობინებებს, რომელიც შეიცავს ინფორმაციებს ბუჩას მთავარი ქუჩის გასწვრივ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ადგილსამყოფელის შესახებ. ერთ-ერთ საუბარში რუსი სამხედრო ამბობს, რომ მან და მისმა მეგობარმა მოკლეს ადამიანი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

მედიის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია კაცი ველოსიპედით ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მტკიცებულება გახდა. Der Spiegel-ის მონაცემებით, კიდევ ერთ შეტყობინებაში მამაკაცი ამბობს, რომ უკრაინელ სმახედროებს ჯერ კითხავენ, შემდეგ კი ხვრეტენ.

გარდა ამისა, აღნიშნული მასალებიდან შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ ბუჩაში ჩადენილ სიმხეცეში გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ კერძო რუსული კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები.

გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ BND-ის მიერ მოპოვებული რადიოშეტყობინებები მეტყეველბს იმაზე, რომ ბუჩაში ჩადენილი მასობრივი მკვლელობები არ იყო შემთხვევითი და არც ცალკეული უკონტროლო ჯარისკაცების ქმედებები.

აღნიშნული მასალები დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა რუსი სამხედროების ჩვეულებრივი ქმედების და შესაძლოა, მათი სტრატეგიის ნაწილიც არის მშვიდობიან მოსახლეობაში შიშისა და საშინელების გავრცელებისა და წინააღმდეგობის გაწევის ჩახშობის მიზნით.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის დაზვერვის სამსახურმა 6 აპრილს ბერლინში საპარლამენტო ინსტანციებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

ბუჩასა და კიევის ოლქის სხვა ქალაქებში რუსი სამხედროების მიერ მშვდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტის ამსახველი ფოტო და ვიდეო-მასალა აპრილის დასაწყისში გავრცელდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge